ევროკავშირის ელჩი საიას თანამშრომლებს შეხვდა
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარესა და ორგანიზაციის თანამშრომლებს შეხვდა. ელჩი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში მივიდა - როგორც საიაში ამბობენ, შეხვედრის სურვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან გამოითქვა.
„მათი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა და ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლეთ. ეს იყო მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ ყოველდღიურ თავდასხმებს ხელისუფლების მხრიდან.
ამ ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმის გამო, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი საზოგადოებისთვის, ხალხისთვის, რასაც ჩვენი ორგანიზაცია 30 წელია აკეთებს“, - თქვა საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საიას, რომელიც საქართველოში ეხმარება მოწყვლად ჯგუფებს და აქტიურად არის ჩართული არჩევნების სადამკვირვებლო საქმიანობაში.
„ევროკავშირი ეხმარებოდა და გააგრძელებს საიას მხარდაჭერას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციას, ვინაიდან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიის ხერხემალია“, - თქვა ევროკავშირის ელჩმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
