ომის დასრულებაზე რუსეთთან მოლაპარაკებები სულ უფრო მეტ უკრაინელს სურს, უკრაინელი სამხედროები კი, წინააღმდეგი არიან - უოლ სთრით ჯორნალი
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2,5 წლის შემდეგ, მოსკოვთან მოლაპარაკების მხარდამჭერი უკრაინელების რიცხვი გაიზარდა.
როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემის სტატიაშია ნათქვამი, მარტის დასაწყისში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა აჩვენებს, რომ უკრაინელების 43% რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის მომხრეა, თუმცა 54%-ს ბრძოლის გაგრძელება სურს.
„დასავლური საზოგადოება ომით გადაღლილი იყო, და, რა თქმა უნდა, უკრაინელებიც. ეს არ არის ყველაზე ოპტიმისტური მომენტი უკრაინისთვის, მაგრამ სამხედრო კატასტროფა არ მომხდარა. ომი წაგებული არაა“, – ამბობს „უოლ სთრით ჯორნალთან“ ინტერვიუში პოლკ „აზოვის“ ყოფილი მეთაური ანდრეი ბილეცკი.
მისივე თქმით, უკრაინის საზოგადოებაში განწყობების ცვლილება უარყოფითად აისახება იმ სამხედროების მოტივაციაზე, რომლებიც ბრძოლის ველზე იმყოფებიან.
სტატიის მიხედვით, რუსეთთან გარიგების მიმართ განსაკუთრებით სკეპტიკურად არიან განწყობილი სამხედრო პირები. მათგან მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებებით უნდა დაასრულოს ომი. ჯარისკაცები და ვეტერანები ეჭვობენ, რომ პუტინი ომში პაუზას სამხედრო ძალების გასაძლიერებლად და ახალი შეტევის წამოსაწყებად გამოიყენებს. ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში, დაღუპული მეგობრების მსხვერპლი ამაო იქნება. თუმცა, კვლევის მიხედვით, ახალგაზრდები უფრო მეტად მზად არიან რუსეთთან მოსალაპარაკებლად. სტატიაში მოყვანილია 33 წლის ალა პრონინას კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ის მზადაა, მშვიდობის სანაცვლოდ დაეთანხმოს რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობას.
სტატიაში ნათქვამია, რომ 2024 წლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობამ სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე დასწია სამხედრო ძალებში არსებული დანაკლისის შესავსებად. თუმცა, ახალი წვევამდელები ნაკლებად მოტივირებული და გამოცდილები არიან. ბევრი ჯარისკაცი ამბობს, რომ გაჩნდა განხეთქილება ფრონტის ხაზზე მყოფ მებრძოლებსა და დიდი ქალაქების მცხოვრებლებს შორის, რომლებიც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ომს.
„უკრაინის მთავრობამ შექმნა სიტუაცია, რომ ისინი, ვინც მოტივირებული არიან, იომონ, არ დათანხმდებიან ისეთ გარიგებას, რომელიც ტერიტორიების დათმობას მოიცავს, მაგრამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც არ იბრძვიან. ეს მტკივნეულია“, – აცხადებს „უოლ სთრით ჯორნალთან“ საუბარში 45 წლის უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“