არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება, ანუ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ღალატის ჩადენა და კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს, ასეთ პირობებში, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.
სააკაშვილი ისე მოიქცა, რომ რუსეთი ჩვენთან მართალია, დაახლოებით, ეს არის „ქართული ოცნების“ განცხადება - ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, ირჩევს თუ არა ხალხს, რომელსაც „ნაცებთან“ ბრძოლის ფარგლებში შეუძლია საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაწირვა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.
აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენის, მაიკლ ტერნერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაავრცელა.
უკრაინის ლიდერებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ, პირველი საჯარო განცხადებები გააკეთეს უკრაინის ძალების მოულოდნელ შეჭრაზე რუსეთის კურსკის რეგიონში. ზელენსკის თქმით, მოსკოვი "იძულებული უნდა გახდეს, დათანხმდეს მშვიდობას".
ზუგდიდში ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.
უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ კომენტარი გააკეთა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევით ოპერაციაში ქართველი მებრძოლების მონაწილეობაზე. მან ქართველ მებრძოლებს მოუწოდა, „დაყარონ იარაღი და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ“.
ალეკო ელისაშვილისა და პარტია „ლელოს“ გაერთიანებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა განცხადება,
საბერძნეთის ატიკის მხარეში ტყის ხანძრის გამო, მოსახლეობამ დატოვა ათენიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარე ქალაქი ვარნავასი. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ტყეში გაჩენილი ხანძარი ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა დასახლებულ ტერიტორიაზე. დამწვარია სახლები და ავტომანქანები. ადგილობრივი მედიის ცნობით, კლინიკებში გადაიყვანეს კვამლით მოწამლული ადამიანები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს.
