,,ჟურნალისტისთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია"- მამუკა მდინარაძე
,,მინდა, გამოვეხმაურო ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. მინდა, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ ყველას, ვინც გახდით ასეთი ზეწოლის, დანაშაულისა თუ ბულინგის ობიექტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ასეთი დანაშაულებრივი ქმედებები არ უნდა დარჩეს არც საზოგადოების და არც საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა, მით უმეტეს, როდესაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციის ტელემედიების ჟურნალისტები, თქვენი კოლეგები არც კი იმჩნევენ ხოლმე საკუთარი კოლეგების ბულინგს, შეურაცხყოფას და მშვიდად უყურებენ თქვენთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს და მათაც მოვუწოდებ, რომ კეთილი ინებონ და ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩინონ კოლეგიალობა და ერთი სიტყვა გაბედონ სხვა ჟურნალისტების დასაცავად, ამაზე მაინც ამოიღონ ხმა“, – განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
