ნიუ იორკში მდინარე ჰადსონზე სატვირთო ხომალდზე აფეთქება მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი მუშა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა საკანალიზაციო წყლების გადამზიდ ხომალდზე მოხდა. აფეთქების დროს ბორტზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
25 მაისს გამთენიისას რუსეთის არმიამ რაკეტებითა და დრონებით შეუტია უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ დასახლებულ პუნქტებს. ხმელნიცკის ოლქის ადმინისტრაცია იუწყება ოთხი დაღუპულის, ხუთი დაშავებულის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ.
ევროკავშირი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ნაწილის სახით, განიხილავს 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT სისტემიდან გათიშვის შესაძლებლობას, - ამის შესახებ იუწყება სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.
გასულ ღამეს დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში უტევდა რუსეთი კიევს. საჰაერო ძალების ცნობით, ღამით უკრაინის დედაქალაქში ექვსი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს.
გუშინ, 23 მაისს თბილისის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, საბა ბუაძე აცხადებს, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას კვორუმის შექმნაში მათი თანაგუნდელი დაეხმარა.
"რუსეთი დროს აყოვნებს და მთელ მსოფლიოს დასცინის. ომის ყოველი დღე სიცოცხლის ფუჭად კარგვაა" - ზელენსკი
"როდესაც რუსებმა უკვე ერთი კვირა დახარჯეს ე.წ. მემორანდუმის შემუშავებაზე, რომელიც მათ სურთ, რათა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას უპასუხონ, ეს ნამდვილად მთელი მსოფლიოს დაცინვაა. ამდენი დრო! ომის ყოველი დღე სიცოცხლის ფუჭად კარგვაა. რუსეთში ხალხს არ ითვლიან. მაგრამ მსოფლიომ უნდა დათვალოს". - ზელენსკი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რიო დე ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა – ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
