გასულ ღამეს რუსეთმა კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია
გასულ ღამეს დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში უტევდა რუსეთი კიევს. საჰაერო ძალების ცნობით, ღამით უკრაინის დედაქალაქში ექვსი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს.
რუსეთმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონს ჯამში 250-მდე დრონითა და 15-მდე ბალესტიკური რაკეტით შეუტია.
უკრაინის დედაქალაქში, სადაც დღეს და ხვალ კიევის დღე აღინიშნება, შეტევას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა. არიან დაშავებულებიც.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ომს ემსხვერპლა მშვიდობიანი მოსახლეობა, ნაწილს კი იძულებით მოუწია საცხოვრებლების დატოვება.
დიდი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთი ამ ომს არ ასრულებს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
