,,ჯო უილსონს აკვიატება აქვს და ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება, ცუდი იქნება – მისი ერთადერთი მიზანია საინფორმაციო ხმაურის შექმნა”- შალვა პაპუაშვილი

,,ჯო უილსონს აკვიატება აქვს და ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება, ცუდი იქნება – მისი ერთადერთი მიზანია საინფორმაციო ხმაურის შექმნა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„აშშ ირანის და რუსეთის გავლენებზე ისე დაზვერვას არ აწარმოებს და ინფორმაციებს არ აგროვებს? ჯო უილსონის მოწოდება სჭირდება დონალდ ტრამპს, რომ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმოქმედოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გავლენების გამოვლენაზე თუ რეაგირებაზე? მართლა საბავშვო ბაღის აღსაზრდელივით იქცევა ზოგიერთი გარე პოლიტიკოსი. ჯო უილსონის მოწოდება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს ირანის და რუსეთის გავლენები შეისწავლოს პლანეტის ნებისმიერ წერტილში? ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 107 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.