2024 წელი საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. ქვეყნის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა მოიმატა და – 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა, რაც 24 პროცენტიანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 25 პროცენტით მოიმატა რეისების რაოდენობამ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმედს გამოთქვამს, რომ „ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება“.
ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა თბილისში, ორთაჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
დღეს, 14 იანვარს, გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში.
უკრაინაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი კახა თილიძე დაიღუპა.
ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას ის, რაც გვეკუთვნის ხალხს - საქართველოს და მისი ევროპული მომავლის იდეის გამარჯვება! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს თვალწინ, ჩვენი ტრადიციული პარტნიორები და მოკავშირეები იქცნენ ნომერ პირველ კრიტიკოსებად და შეიძლება ითქვას, მედროშეებად, თუნდაც შიდა საქმეებში ჩარევის და საქართველოზე ზეწოლის განხორციელების. ამ შემთხვევაში მე საუბარი მაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
,,როდესაც წინა რეჟიმის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები კონკრეტული დანაშაულებისთვის დაისაჯნენ, დარწმუნებულები ვიყავით, რომ საზოგადოება ამ წნეხისგან გათავისუფლდებოდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.
ლოს-ანჯელესში, ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, არიან დაკარგულებიც.
,,ცდილობენ, რომ ის ძალადობა, რომელსაც თავად ახალისებენ, შეფუთონ და წარმოადგინონ, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი გამოხატულება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.
