“როდესაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ლარის შემოღების თაობაზე, ძალიან გამძაფრდა ჩვენი შეგრძნება, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა, დღეს ლარი ჩამოყალიბებულია, როგორც სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო”- პრემიერი
წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საიუბილეო წელი ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის. ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი აღინიშნება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ლარი არის უკვე ჩამოყალიბებული, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო.
„წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საიუბილეო წელი ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის. ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი აღინიშნება. მე კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თავის დროზე, ქართული ლარის შემოღების თაობაზე. მაშინ ძალიან გამძაფრდა ჩვენი შეგრძნება იმისა, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა. ამასთან პირდაპირ იყო დაკავშირებული ჩვენი ახალი ეროვნული ვალუტის შემოღება. ჩვენს თვალწინ დაიბადა ლარი, აიდგა ფეხი და დღეს ლარი არის უკვე ჩამოყალიბებული, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო.
ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, მაგრამ გვაქვს ძალიან მდიდარი ისტორიული ტრადიციები და უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ქართული ფული – „კოლხური თეთრი“ ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინ მოიჭრა, 800 წლის წინ თამარ მეფის სახელით მოჭრილი ფული რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ვალუტად იქცა, ერეკლე მეფის მიერ გამოშვებული ფული 260 წლის წინ ამიერკავკასიაში ყველაზე სანდო სავაჭრო ერთეული იყო. ზუსტად ამ ტრადიციების გაგრძელებაა ქართული ლარი, რომელიც უკვე 30 წელია ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
