ივნისი 16 2025

ისრაელის თავდაცვის არმიამ, თეირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სადაზვერვო ორგანიზაციის შენობას ცეცხლი გაუხსნა.


ივნისი 16 2025

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, 25 წლის ეთერ ლიპარტელიანმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და ქართველ ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

57 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ლიპარტელიანმა თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაისა პარდაიევა დაამარცხა იპონით.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მოიპოვა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონის ტიტული 2019 წელს.

ეთერ ლიპარტელიანი არის ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი (2019, მარაკეში, ვანტაა, 57 კგ); ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016, ვანტაა, 57 კგ.) და ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის მფლობელი (2016, ანტალია, თურქეთი, 57 კგ.).

ეთერ ლიპარტელიანი მონაწილეობდა ტოკიოს 2020 წლისა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადებში და ორივე ტურნირში მე-5 ადგილი დაიკავა.


ივნისი 16 2025

ოპოზიციური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, რომელიც წლების წინ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, კიდევ ერთხელ დაიბარეს სადავო პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ამაზე ცნობილი გახდა დღეს, 16 ივნისს.


ივნისი 15 2025
ინგრედიენტები:
 
115   გრამი პური(სასურველია ბრუსკეტა)
 
 
3   ს/კ ზეითუნის ზეთი
 
 
4   ცალი ქათმის ფილე
 
 
3   კონა სალათის ფურცლები
 
 
14  ჭიქა ლიმონის წვენი
 
 
14  ჭიქა მაიონეზი
 
 
14  ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი
 
 
2   ცალი ანჩოუსის ფილე
 
 
1   კბილი ნიორი
 
 
მარილი და წიწაკა გემოვნებით
 
მომზადების წესი:
 

გააცხელეთ ღუმელი 190 C გრადუსზე. დაჭერით პური კუბიკებად და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. მოასხურეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ლანგარი აქეთ-იქით გააქნიეთ, რომ მასზე ყველაფერი თანაბრად გადანაწილდეს. შედგით ღუმელში და აცხვეთ 12-15 წუთის განმავლობაში. დროგამოშვებით შეანჯღრიეთ, რომ პური არ დაიწვას. გამოცხობის შემდეგ გამოიღეთ და გააცივეთ.

 

ამასობაში დადგით ტაფა მაღალ ცეცხლზე და მოასხით დარჩენილი 1 სუფრის კოვზი ზეთი. შეკაზმეთ ქათამი მარილით, წიწაკით და შეწვით ორივე მხრიდან(შეგიძლიათ ჯერ მოხარშოთ და შემდეგ მსუბუქად შებრაწოთ). გადმოიღეთ და გააცივეთ.

 

გარეცხეთ სალათის ფურცლები, გაამშრალეთ და ხელით დააქუცმაცეთ ჯვარისებურად.

 

დააბლენდერეთ ახლადგამოწურული ლიმონის წვენი(დაგჭირდებათ 2 ლიმონი), მაიონეზი, ყველი, ნიორი და ანჩოუსის ფილე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

 

დაჭერით ქათმის ხორცი ზოლებად. ნაზად შეურიეთ სალათის ფოთლები და გამომცხვარი პური. მოასხით სოუსი და მიირთვით გემრიელად!

 

წყარო: kulinaria.ge


ივნისი 15 2025

უკვე მესამედ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი GEMO FEST-ის პარტნიორია და, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, იმერული კერძების დასაგემოვნებლად ვიზიტორებს მასპინძლობს.


ივნისი 15 2025

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეთანხმებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან აცილებას. თუმცა, თუ შეთანხმების მიზანია ირანის ბირთვული უფლებების ჩამორთმევა, მაშინ ჩვენ მზად არ ვართ ასეთი შეთანხმებისთვის“, – განაცხადა  არაღჩიმ (ვიდეო გამოქვეყნდა საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის Telegram არხზე).


ივნისი 15 2025

ისრაელში, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.



ივნისი 14 2025

გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ივნისი 14 2025

თეირანში, ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.


გვერდი 209 სულ 987
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.