ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, მსოფლიოში ნავთობის ფასი 9%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე საპროტესტო აქცია გამთენიისას მას შემდეგ დაიშალა, რაც ადგილზე პოლიცია გამოჩნდა და მათ დემონსტრანტებს 15 წუთიანი ვადა მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აშშ-ის მთავრობა, როგორც რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, ასევე პასუხისმგებელია ამ უგუნური ესკალაციის საშიშ შედეგებზე – ამის შესახებ ირანის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ისრაელის მისამართით საპასუხო ზომებზეც საუბრობენ.
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა მისივე თქმით, აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბრიტანეთის საელჩოს მიმართავს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს.
ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების მეთაური, მოჰამედ ბაყერი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, BBC ავრცელებს.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "გზის გადაკეტვის" გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს.
