“გილოცავთ აშშ-ის რეჟიმზე გამარჯვებას - ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა” - აიათოლა ალი ხამენეი
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ „სიონისტური რეჟიმი პრაქტიკულად განადგურდა“. სოციალურ ქსელ X-ში ხამენეი ასევე წერს, რომ ირანმა შეერთებულ შტატებზეც გაიმარჯვა და “ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა“.
„გილოცავთ აშშ-ის რეჟიმზე გამარჯვებას. აშშ-ის რეჟიმი ომში პირდაპირ ჩაერთო, რადგან გრძნობდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სიონისტური რეჟიმი მთლიანად განადგურდებოდა. ის ომში შევიდა ამ რეჟიმის გადასარჩენად, მაგრამ ვერაფერს მიაღწია.
ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა. ის თავს დაესხა და ზიანი მიაყენა ალ-უდეიდის საჰაერო ბაზას, რომელიც რეგიონში აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი ბაზაა.
ის ფაქტი, რომ ისლამურ რესპუბლიკას აქვს წვდომა რეგიონში აშშ-ის ძირითად ცენტრებზე და შეუძლია ზომების მიღება, როცა საჭიროდ ჩათვლის, მნიშვნელოვანი საკითხია. ასეთი ქმედება შეიძლება მომავალშიც განმეორდეს. თუ რაიმე აგრესია მოხდება, მტერი აუცილებლად გადაიხდის მძიმე ფასს“, - წერს აიათოლა ხამენეი.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
