“ქვეყანა საჭიროებს რევოლუციურ ცვლილებებს - ვერთიანდებით, 4 ოქტომბერს გარდაუვალია ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა” - ლევან ხაბეიშვილი
ქვეყანა საჭიროებს რევოლუციურ ცვლილებებს, რათა დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს – ქართველ ხალხს სახელმწიფო ინსტიტუტები წაართვეს, მაგრამ ვერ წაართვეს საქართველოს დროშა, რომლის გარშემოც ვერთიანდებით. 4 ოქტომბერს გარდაუვალია ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია არის გარდაუვალი.
„ამ დღის ორგანიზატორი არის ქართველი ხალხი. კულტურის მოღვაწეები, მსახიობები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან 4 ოქტომბრის გამარჯვების დღის გარშემო, სადაც მთავარი სიმბოლო, საქართველოს დროშა გვაქვს დასაცავი. ჩვენ ივანიშვილმა წაგვართვა სახელმწიფო ინსტიტუტები, მიიტაცა ხელისუფლება და ამ დრომდე ვერ წაგვართვა საქართველოს დროშა და სწორედ ამ დროში გარშემო ერთიანდება ხალხი. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ადამიანებმა დღეს აჩვენეს ერთსულოვნება. პაატა ბურჭულაძემ როდესაც თქვა, რომ ის გააერთიანებდა საზოგადოებას, თქვენ ეს გაერთიანებული საზოგადოება ნახეთ უკვე, ამიტომ მე რა პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ და ვიზიარებ, იგივე პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. გამარჯვება არის ჩვენს ხელში, თუ ის მაყურებელი, რომელიც ეკრანებიდან გვიყურებს, მოვა გამარჯვების დღეზე. მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია არის გარდაუვალი, ამ ქვეყანას სჭირდება რევოლუციური ცვლილებები, რადგან დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს. ყველა ადამიანი, სანამ პატიმრობაში რჩება, უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად. მე ადამიანების თავისუფლებას მაშინ დავაფასებ, როდესაც ყველა სინდისის პატიმარი იქნება თავისუფალი და არცერთ დედას თვალზე ცრემლი არ ექნება იმისთვის, რომ მისი შვილი უკანონოდ ატარებს პატიმრობაში დროს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
