საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ EUROBASKET 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის ჩარტერული რეისები დანიშნა
ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისები დაინიშნა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, რეისები 7 და 8 სექტემბერს შესრულდება, – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებულ რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 7 სექტემბერს დილის 07:00 შეასრულებს, ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრებს 8 სექტემბერს დააბრუნებს.
სუბსიდირებული რეისი საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებების თამაშზეა მორგებული, რომელიც 7 სექტემბერს, თბილისის დროით 16:15 საათზე გაიმართება.
ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს ექნებათ, რომლებიც რიგაში გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის გასამართ თამაშზე დასასწრები ბილეთის წარმოდგენას შეძლებენ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს. სუბსიდირებული ბილეთების შეძენა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ონლაინ პლატფორმა tkt.ge-ზე 15:00 საათიდან შეეძლებათ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
