უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტთან და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია გამოხატოს, რათა შეაჩეროს ვლადიმერ პუტინი და დაასრულოს ომი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
“საქართველო არავისთვის არის დაბალი ღობე, მათ შორის, არც ევროკავშირისთვის. ქართველ ხალხს თუკი რაიმე აღიზიანებს, თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ის, რომ მას ზემოდან უყურებენ”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ერთადერთი, ვინც უნდა დასანქცირდეს, თუკი ვინმეს კანონის უზენაესობა, დემოკრატია აინტერესებს, გახლავთ თავად ელენე ხოშტარია, რომელიც ექსტრემიზმით არის დაკავებული”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსების თავდასხმამ ზაპოროჟიეზე მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.
“იმან, რაც გადაიტანა ეუთო/ოდირის მისიამ, როდესაც ისინი საქართველოში იყვნენ ჩამოსულები, ფსიქოლოგიური ტერორის დონეზე ასული შეტევა გამოიწვია მათ მიმართ”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 29 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ბახმაროში მომხდარი ავარიის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა. დაშავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. 15-ვე პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7051ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7002 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0049 ლარი შეადგინა.
