“აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, გამიმეორა, რომ მიხედავს ამ საკითხს - დამპირდა, რომ დამიკავშირდება” - მიხეილ ყაველაშვილი
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი მას დაჰპირდა, რომ ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების საკითხს დაუბრუნდება.
„საზოგადოებას ალბათ ვახშამი აინტერესებს, რომელიც გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი მცირე შეხვედრა. რა თქმა უნდა, მასთან თბილი მისალმება მქონდა. რასაც საზოგადოება ყოველთვის ელოდება, მას განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, მან გამიმეორა, რომ მიხედავს ამ საკითხს. კიდევ გავუმეორე, რომ აუცილებელია და უკვე დროა ჩვენი ურთიერთობა დაიწყოს, ის დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა არაერთი სხვა შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
