July 14, 2025

მაისი 27 2020 წაკითხვა 566 ჯერ

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

მაისი 27 2020 წაკითხვა 519 ჯერ

8 ივნისიდან, აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაიხსნება ასევე სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.

მაისი 27 2020 წაკითხვა 483 ჯერ

პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პირველი ივნისიდან გაიხსენება ასევე ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

მაისი 27 2020 წაკითხვა 587 ჯერ

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.

მაისი 26 2020 წაკითხვა 784 ჯერ

ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმმა, ღია გამოფენა გამართა.

მაისი 26 2020 წაკითხვა 777 ჯერ

საქართველოს დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო.

გვერდი 550 სულ 692
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.