აგვისტო 28 2020 წაკითხვა 653 ჯერ

წყალტუბოში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ბანკირის იასონ ლორთქიფანიძის 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

აგვისტო 28 2020 წაკითხვა 397 ჯერ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიიშვილი მოქალაქეებს მარიამობას ულოცავს.

აგვისტო 28 2020 წაკითხვა 603 ჯერ

„მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამედროვე სატრანსპორტო - პროფილაქტიკური ცენტრი სწორედ პანდემიის პერიოდში აშენდა. პროექტში 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ცენტრში 30 ადამიანი დასაქმდა. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ცენტრი შეიქმნა იქ, სადაც განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივაა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან კომპანია „ჯიბი მექანიქსის" თანამედროვე სატრანსპორტო - პროფილაქტიკური ცენტრის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

 

მინისტრის მოადგილესთან ერთად, ცენტრი ოფიციალურად გახსნეს ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიან ფოცხვერიამ და „ჯიბი ჰოლდინგის" აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა ხუციშვილმა.

 

პრეზენტაციის შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი, სადაც შესაძლებელია ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, რეგიონის ინფრასტურუქტურის და აგრო სფეროს განვითარებისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკის დიაგნოსტიკა და შეკეთება.

 

„ქუთაისის აეროპორტის სიახლოვეს ცენტრის გახსნა შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენი ჰოლდინგი ასევე აერთიანებს მგზავრთა გადაყვანის კომპანიას „ჯორჯიან ბასი", რომელიც 7 წელია, რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამშრომლობს. როდესაც მთელი მსოფლიო დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ქუთაისის აეროპორტიც განაგრძობს თავის ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ჩვენც მგზავრებს მოვემსახურებით, „ჯორჯიან ბასის" ყველა ავტობუსი ამ სერვის ცენტრში გაივლის შემოწმებას. უსაფრთხოება, როგორც იყო აქამდე, მომავალშიც დარჩება ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტად," - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

„ჯიბი ჰოლდინგის" აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ცენტრი შეძლებს, მოემსახუროს ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებას - მიკროავტობუსებს, ავტობუსებს, სპეცტექნიკას, სატვირთო ავტომობილებს.

აგვისტო 28 2020 წაკითხვა 733 ჯერ

28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს.

აგვისტო 26 2020 წაკითხვა 560 ჯერ

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 33-ე  სხდომა გაიმართა.

აგვისტო 26 2020 წაკითხვა 1198 ჯერ

საქართველოში 15 სექტემბრიდან კინოთეატრები, პირველი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

გვერდი 498 სულ 691
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.