August 1, 2025

იანვარი 29 2022 წაკითხვა 561 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 84 762 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 320 კვლევა ანტიგენის ტესტით და 34 442 PCR ტესტით.

იანვარი 28 2022 წაკითხვა 569 ჯერ

“მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში “ომიკრონის” ანტირეკორდები მყარდება - გამონაკლისი არც საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ “ბუსტერ” დოზა ახალი შტამით გამოწვეულ მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის მაღალ დონეს კვლავ უზრუნველყოფს, კომპანია “ფაიზერმა” ეგრედ წოდებულ სამხრეთ აფრიკულ შტამზე გათვლილი ვაქცინის კლინიკური ცდა დაიწყეს. სპეციალისტები იმედს ამყარებენ, რომ ეს ის ვაქცინა იქნება, რომელიც ადამიანს მომდევნო შტამებისგან დაიცავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი ვაქცინა - “ყველა შტამის წინააღმდეგ ეფექტური იქნება”.

იანვარი 28 2022 წაკითხვა 430 ჯერ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისაში, უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

იანვარი 28 2022 წაკითხვა 533 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 64 412 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 397 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.5%.

იანვარი 28 2022 წაკითხვა 418 ჯერ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-30 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია მცირე ნალექი, რომელიც შენარჩუნდება ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა, დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9  გრადუსამდე მოიმატებს.

იანვარი 27 2022 წაკითხვა 341 ჯერ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ; ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

გვერდი 241 სულ 696
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.