დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს, შესაბამისად მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას.
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.
16 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 586 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“საქართველოს ევროპული ფორუმის” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია დემოკრატიული ჯგუფების კონსოლიდაცია. სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გაერთიანება, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც არის ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი.
ავტობანის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.
23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.