მიხეილ ჩხენკელმა ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ჯულიან შუსტერს უმასპინძლა და პირადად მიულოცა საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნა.
განათლების დამეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში ახლად გახსნილი ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის შესახებ ისაუბრეს. მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნას და მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან პროექტს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვებსტერის უნივერსიტეტს საქართველოდან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ეყოლება.
„თავის მხრივ, ვებსტერის უნივერსიტეტის რექტორმა მხარდაჭერისთვის მიხეილ ჩხენკელს გულითადი მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი პირადი ხელშეწყობის გარეშე ამ მასშტაბის პროექტი ვერ განხორციელდებოდა.
ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსი 1000 სტუდენტზეა გათვლილი და განახორციელებს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო აკადემიურ პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით. სამომავლოდ დაგეგმილია სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დამატებაც.
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მობილობით და რამდენიმე სემესტრი მსოფლიო მასშტაბით ვებსტერის საუნივერსიტეტო ქსელის ნებისმიერ კამპუსში ისწავლონ. სწავლის დასრულებისას სტუდენტებს ვებსტერის უნივერსიტეტის ამერიკული დიპლომი მიენიჭებათ.
მიხეილ ჩხენკელისა და ჯულიან შუსტერის შეხვედრას ვებსტერის უნივერსიტეტის ქართული კამპუსის დირექტორი ნენსი ჰელერადი და „ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოს“ ოპერაციათა მენეჯერი მაია ნონიაშვილი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
