თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე 416 მოსწავლეს 29 პედაგოგი ასწავლის
თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე მოსწავლეებს 29 პედაგოგი ასწავლის, აქედან მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში, 22 მასწავლებელია დასაქმებული, საიდანაც 7 საქართველოს მოქალაქეა. ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში, უკრაინულენოვან სექტორზე კი, ჯამში, 7 პედაგოგია დასაქმებული, აქედან 6 უკრაინის, ხოლო 1 - საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, საქართველოში უკრაინიდან ჩამოსული სხვადასხვა ასაკის 912 მოსწავლე სწავლობს.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები გაიხსნა, სადაც მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა, უკრაინული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 912 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია, მათ შორის 316 მოსწავლე - სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის N41 საჯარო სკოლის უკრაინულ სექტორზე და 100 მოსწავლე - სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლის უკრაინულ სექტორზე (ჯამში უკრაინულ სექტორზე - 416 მოსწავლეა). მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში, უკრაინულენოვან სექტორზე სულ 22 მასწავლებელია დასაქმებული, აქედან 7 საქართველოს მოქალაქეა. ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში, უკრაინულენოვან სექტორზე კი ჯამში 7 პედაგოგია დასაქმებული, აქედან 6 უკრაინის, ხოლო 1 საქართველოს მოქალაქეა“, - განაცხადეს განათლების და მეცნიერების სამინისტროში.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი