მიილია 2025 წელი, რომელიც სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩავლილმა წელმა დაგვიტოვა ბევრად უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული ქალაქი, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით, განახლებული სკვერებითა და ბაღებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ წინასაახალწლო მიმართვის დროს განაცხადა.
საზოგადოება იყო არსებითად ერთიანი საერთო ეროვნული მიზნების გარშემო და ამან შეგვაძლებინა ყველა გამოწვევის დაძლევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
,,არ შეიძლება ერთი და იგივე ფირმის ქსელში არსებულ სუპერმარკეტში, ერთი და იგივე პროდუქტი, ევროპაში ღირდეს სამჯერ უფრო იაფი, ხოლო საქართველოში – სამჯერ ძვირი,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით გამოძიებას მყარი მტკიცებულებები აქვს და 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ტექნიკურ-მეცნიერულ დონეზე დადასტურებულია, რომ „ახალაიასა და დამამხობლებლებს შორის კომუნიკაცია არსებობდა“.
არავის უხარია ვინმეს დასჯა, სადისტი ბაჩო ახალაიასიც კი, რეალურად სახელმწიფო ინტერესია, რომელიც უპირველესყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
