არც კი მოველოდი ამხელა მარჟით უპირატესობას ამ პოზიციისა, ნამდვილად არ მოველოდი, მაგრამ ჩვენი საზოგადოების დიდ უმრავლესობას, როგორც ჩანს, სურს, იხილოს მისთვის სასურველი პოლიტიკური პარტიები, დემოკრატიული ძალები არჩევნებზე, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
“როგორც ვირთხები იწყებენ ერთმანეთის დაჭმას, ასე დაჭმაზე არიან გადასული ოპოზიციაში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს.
საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული და 49% შეადგენს. ამის შესახებ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვამ დაადგინა, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე ჩატარდა.
“რაციონალურად არის ასე: ბრძოლა თუ ცხადდება, უნდა მიიღო მონაწილეობა, უნდა შეეცადო, რომ გაიმარჯვო, “- ამის შესახებ “ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას, ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“თუ ვითარება შეიცვლება და ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად დავრწმუნდებით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დემოკრატიული ძალების მობილიზაცია და მონაწილეობა „ქართული ოცნების“ წასვლას დააჩქარებს და ხელს შეუწყობს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პატიმრების გათავისუფლებას, ამას სათანადო მზადყოფნით შევხვდებით”, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების – „თავისუფლების მოედნის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
