“ოპოზიციამ რაც უნდა სახელი შეიცვალოს ხალხს მეხსიერება არ უქრება, მათ წლების განმავლობაში ერთხელაც ვერ მოიგეს არჩევნები, ეს არ არის საზოგადოების პასუხი? ამიტომაც, მათი დაკავებები ხალხს ნაკლებად აღელვებს” - რამაზ საყვარელიძე
„წესრიგის დარღვევამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო. ოპოზიციურად განწყობილი პირები დემონსტრაციულად უჩვენებენ საზოგადოებას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მათთვის არაფერს ნიშნავს. ეს სახელმწიფოს მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიაა“,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ, Front News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„სხვა ქვეყნებში ასეთი ქმედებები მკაცრად ისჯება. ოპოზიცია ცდილობს სახელმწიფოს კრიტიკულად განაწყოს საზოგადოება, თუმცა შედეგი არ ჩანს – პროტესტზე ადამიანები ცოტა რაოდენობით იკრიბებიან. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, რომ ასეთი სცენარი გარკვეულწილად დასავლეთიდან ინსპირირებდეს. როგორც კი ვინმეს დააკავებენ, იმავე საღამოს დასავლელი პოლიტიკოსები განცხადებებს აკეთებენ. მაგრამ, თუ „ოცნება“ არავის დააკავებს, არც განცხადებების საფუძველი ექნებათ. ამიტომ ოპოზიცია თავად აწყობს სიტუაციას, რომ შემდეგ დასავლეთს სთხოვოს – დასაჯოს ხელისუფლება“-აღნიშნავს საყვარელიძე.
საყვარელიძემ ოპოზიციის ახალ სტრატეგიაზე გადასვლაზეც ისაუბრა. ის ოპოზიციურ სპექტრს ურჩევს, რომ საზოგადოებას პირდაპირ ჰკითხონ – სურთ თუ არა „ოცნების“ “ნაციონალებით” ჩანაცვლება ან მისი განშტოებებით.
„ვურჩევ ჯაფარიძეს და სხვა ოპოზიციურ ლიდერებს, საზოგადოებას პირდაპირ ჰკითხონ – სურთ თუ არა „ოცნების“ “ნაციონალებით” ჩანაცვლება ან მისი განშტოებებით. ელისაშვილმა სააკაშვილს პირდაპირ მიმართა, ხელის ჩამორთმევაზე. ჯაფარიძე თავად იყო ნაციონალების დროს. მელია, გვარამია და სხვა ლიდერები უმეტესად ამ ძალასთან არიან დაკავშირებული.
შეიცვალონ რაც უნდა სახელი, ხალხს მეხსიერება არ უქრება. პირდაპირ დააყენონ კითხვა – სურს თუ არა საზოგადოებას „ოცნების“ ნაცებით ჩანაცვლება. ასევე დააყენონ მესამე კითხვაც – ვის არ უნდა არც ნაცები და არც “ოცნება”. ოპოზიციამ წლების განმავლობაში ერთხელაც ვერ მოიგო არჩევნები. ეს არ არის საზოგადოების პასუხი? სად არის გაყალბების მტკიცებულებები?
ამიტომაც, მათი დაკავებები ხალხს ნაკლებად აღელვებს. ასეთი მდგომარეობა – როცა ოპოზიციის დაჭერაზე ხალხი არ აპროტესტებს – თავისთავად მეტყველებს. ერთსა და იმავეს გამუდმებით გიმეორებენ და სწორედ ესაა მათი მარცხის მთავარი მიზეზი“- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
