“უკვე მივხვდი, რომ ის, რასაც ჩვენი სამართალი და ევროპული კონვენცია ეფექტურ კონტროლს ეძახის, თქვენ, „გაგნებაში არ ხართ“ რას ნიშნავს – შს მინისტრმა ეფექტური კონტროლი რა არის, მინიმუმ უნდა იცოდეს” - თეა წულუკიანი გიორგი გახარიას
2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრს, „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას, ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდთან დაკავშირებით, დისტანციურად უსმენენ.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, გახარიას შეახსენა, რომ მისი ქმედებების შედეგი ნათელია, ვინაიდან, ქვეყანას მილიონი კვადრატული მეტრი დააკარგვინა.
მისივე განცხადებით, გამოჩნდა, რომ გახარია „გაგნებაში არ არის“, რას ნიშნავს სამართლებრივად ეფექტური კონტროლი, რაც მას, როგორც შს მინისტრს, უნდა სცოდნოდა.
„მოდით, ასე შევთანხმდეთ, რომ როცა გატყობინებთ, კომისიაზე მოდიო და ბილეთს ყიდულობ და გარბიხარ, დაასრულეთ თუ რამე გაქვთ სათქმელი, როცა აგერ არის შედეგი, რომ მილიონი კვადრატული მეტრი დააკარგვინეთ ქვეყანას. ასე რომ, ვის რისი ეშინია, გამოჩნდა და საზოგადოება ხედავს.
მე, როგორც იურისტი, უკვე მივხვდი, რომ ის, რასაც ჩვენი სამართალი და ევროპული კონვენცია ეფექტურ კონტროლს ეძახის, თქვენ, ჟარგონზე რომ ვთქვა, „გაგნებაში არ ხართ“ რას ნიშნავს. ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეფექტური კონტროლი რა არის, მინიმუმ უნდა იცოდეს.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
