“ოპოზიციის გეგმა არის რევოლუცია, სხვა არაფერი” – გია ვოლსკი
‘საკუთარ მანდატებზე უარის თქმა არის არა მარტო საკუთარი ამომრჩევლის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა, არამედ აშკარა დემონსტრაცია იმისა, თუ რა გეგმები აქვთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა საერთოდ ექსტრემისტებად იქცნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან თქვა, ოპოზიციის გეგმა არის რევოლუცია, სხვა არაფერი.
„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არ იზიარებენ, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ შეუძლებელია არჩევნების გაყალბება და ვერც ვერაფერი დოკუმენტი მოიტანეს იმის დასამტკიცებლად, რომ რაღაც გაყალბდა, გარდა იმისა, რომ ადამიანებზე ზეწოლა ხდებოდა, შემდეგ რაღაც წერტილმა გამოჟონა და ა.შ. ეს ძალიან სერიოზული დაფიქრების საფუძველს იძლევა. ხომ არ არის მთავარი მზიანი რომ რაღაცა რევოლუციური პროცესი განვითარდეს და სისხლი დაიღვაროს ქვეყანაში?! წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ მანდატებზე უარის თქმა არის არა მარტო საკუთარი ამომრჩევლის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა, არამედ აშკარა დემონსტრაცია იმისა, თუ რა გეგმები აქვთ და რისი იმედი ჰქონდათ ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა საერთოდ ექსტრემისტებად იქცნენ. ეს იყო იდეა. როგორმე ქვეყანაში დაწყებულიყო ისეთი პროცესი, რომელსაც შეუქცევადი ნგრევის ხასიათი ექნებოდა. ეს იყო იდეა და ამ იდეას, რასაკვირველია, მნიშვნელოვნად აქარწყლებს ის, რაც შვეიცარიის პარლამენტარმა განაცხადა, მით უმეტეს, ეუთოს გენერალურმა მდივანმა. ეს თემა კიდევ ერთხელ, კიდევ ათჯერ და ასჯერ უნდა იყოს გამეორებული – შეუძლებელია ელექტრონული არჩევნების გაყალბება. არჩევნები არ გაყალბებულა და გეგმა არის რევოლუცია, სხვა არაფერი,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
