"ჰერჩინსკიმ "უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება" მოითხოვა - თუ ევროკავშირის სახელით ძალადობ, ეს ძალადობა სამართლიანია, ხოლო დასჯა, უსამართლო" - პაპუაშვილი
გუშინ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება" მოითხოვა - თუ ევროკავშირის სახელით ძალადობ, მაშინ შენი ძალადობა პროევროპული ანუ სამართლიანია, ხოლო შენი დასჯა - უსამართლო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ჰერჩინსკი ძალადობას ამართლებს.
"გუშინ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება" მოითხოვა.
ერთი რამე უნდა გვესმოდეს. როდესაც პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პიროტექნიკის დამმიზნებელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ მოლოტოვი არ უსვრია ერთს ან წიხლით პოლიციელზე არ შემდგარა მეორე. ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს - კი, მოლოტოვის კოქტეილი სასროლი იყო და იმიტომ ესროლა; კი, წიხლებით შესადგომი იყო და შედგა კიდეც; კი, პიროტექნიკაც უნდა ესროლა და ჯობდა უკეთ დაემიზნებინა - ესაა, როგორც ჩანს, მისი სათქმელი.
ამიტომაც არის, რომ ვერ ნახავთ მის ვერც ერთ, ხაზს ვუსვამ, ვერც ერთ განცხადებას, სადაც მან ეს ქუჩის ძალადობა დაგმო. არადა, თითქოს, რა უდგას წინ იმის თქმას, რომ ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობა, ელჩის ლექსიკითვე რომ ვთქვათ, ამაზრზენია. მაგრამ არა, არც ერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი. ამ პოსტის შემდეგაც, არა.
ადამიანის უფლებების უპატივცემულობა და ღირებულებების თავდაყირა დაყენება, უცხოელ პოლიტიკოსთა თუ დიპლომატთა რიტორიკაში, სამწუხარო ყოველდღიურობად იქცა. ადამიანის უფლებების უპატივცემულობითაა გამოწვეული, რომ დარღვევის საზომად იქცა თავდამსხმელი და არა მსხვერპლი. თქვი, რომ ხარ "პროევროპელი" და მაშინ მოლოტოვის კოქტეილიც და წიხლიც ლეგიტიმური ბრძოლის იარაღია. თქვი, რომ შენი მიზანი "დიადია" და მაშინ შენი ყველა საშუალება გამართლებულია (როგორ გინდა, აქაც, საბჭოთა კავშირი არ გაიხსენო).
ეს არის, სინამდვილეში, რასთანაც გვაქვს საქმე. თუ ევროკავშირის სახელით ძალადობ, მაშინ შენი ძალადობა პროევროპული ანუ სამართლიანია, ხოლო შენი დასჯა - უსამართლო. ეს ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როდესაც ბრიუსელმა "მე ვისროლე" კამპანია დააფინანსა და დღისით, მზისით, ევროპარლამენტარებით და დიპლომატებით, ლამის ეროვნულ გმირად გამოგვიცხადეს მოძალადე, რომელიც მოლოტოვის კოქტეილით ადამიანის ცოცხლად დაწვას ცდილობდა. გინახავთ სადმე ევროკავშირის ელჩის სინანული ამაზე? არა. ამასობაში კი, ხალხში უკვე გაჩნდა ტერმინი - "პროევროპული ძალადობა" და ამ ვითარების ყურება, მართლაც გულსატკენია.
P.S. და აქვე სტანდარტული წინადადება მოსალოდნელი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად. არა, ეს არ არის ელჩზე თავდასხმა, ეს არის ლეგიტიმური კრიტიკა, რომელსაც თვითრეფლექსია და პასუხი სჭირდება“,- წერს პაპუაშვილი.
სიახლეები
- “საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის - ამჟამინდელ მთავრობას არ ვაღიარებთ” - ევროპარლამენტი
- "როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო" - მამუკა მდინარაძე
- აჭარული ხაჭაპური
- ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქეა დაკავებული
- “ტრამპმა ევროკავშირთან სავაჭრო მოლაპარაკებებში მოთხოვნები გაამკაცრა და ყველა საქონელზე 15-20%-იანი ტარიფის დაწესებას ითხოვს” - FT