გააჩნია თავისით მივიდა, თუ ივანიშვილმა სთხოვა მისვლა, - საყვარელიძე შოთაძის აღიარებაზე
"თუ შოთაძის ინიციატივა იყო, რომ ივანიშვილთან მისულიყო და შეხვედრას შეესწრო, ეგ არაფერია; თუ ივანიშვილმა ინიციატივა გამოიჩინა, დასწრება მოსთხოვა და დაასწრო ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, ამას გარკვეული დატვირთვა აქვს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მიერ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას გაკეთებულ განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილს, ვანო ჩხარტიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის გამართულ შეხვედრას ისიც დაესწრო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გააჩნია თავისით მივიდა, თუ ივანიშვილმა სთხოვა მისვლა, - საყვარელიძე შოთაძის აღიარებაზე
"ამის შესახებ შოთაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა და დასძინა, რომ ის შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა. საყვარელიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მთავარია ის, თუ შეხვედრას რა დატვირთვა ჰქონდა და შოთაძის მისვლა ვისი ინიციატივა იყო. „გააჩნია ამ დასწრებას რა დატვირთვა ჰქონდა, დასწრების რა მოტივი იყო, ინიციატივა ვისი იყო, შოთაძის თუ იგივე ივანიშვილის, სხვანაირი შეფასება ძნელი გასაკეთებელია. „თუ შოთაძის ინიციატივა იყო, რომ ივანიშვილთან მისულიყო და შეხვედრას შეესწო, ეგ არაფერია; თუ ივანიშვილმა ინიციატივა გამოიჩინა, დასწრება მოსთხოვა და დაასწრო ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, ამას გარკვეული დატვირვა აქვს", - განაცხადა საყვარელიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.
"მისივე შეფასებით, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის სავარაუდო დაბრუნება „ქართულ ოცნებას" უხერხულობას არ შეუქმნის, რადგან იმ საქმის მთავარი ფიგურანტი, რის გამოც შოთაძემ თავის დროზე ეს თანამდებობა დატოვა, ამ ფაქტს მიესალმება. საერთოდ, ადამიანის დაბრუნება ძველ თანამდებობაზე, რომელიც ადრე თავისი ნებით აქვს დატოვებული, მიღებული არაა. თუ გახსოვთ ერთხელ სოფლის მეურნეობის მინისტრმა თანამდებობა დატოვა იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ საქმე წარმოებდა და შემდეგ, როდესაც აღმოჩნდა, რომ მართალია, ისევ შესთავაზეს დაბრუნება და უარი თქვა სწორედ იმიტომ, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან, თანამდებობის პირებიც კი”, - განაგრძბს გამოცემა.
"მაგრამ შოთაძე "ნაციონალების" მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოვლენაში საკმაოდ აქტიური და ქმედითი იყო და ამ თვალსაზრისით შესაძლოა „ოცნებას" შოთაძის დაბრუნება უნდოდეს. იმ საქმის მთავარი ფიგურანტი (სარალიძეზე მოგახსენებთ), რომლის გამოც შოთაძე წავიდა, იძახს - დაბრუნდეს, კარგიაო და ამ ფიგურანტზე უფრო დაინტერესებული სხვა ვინმე არის საზოგადოებაში, რომ შოთაძე არ დაბრუნდეს? ის საქმე, როგორც ჩანს, დამთავრდა და მის მიმართ დაზარალებულსაც არ აქვს პრეტენზია და მხოლოდ ოპოზიცია და ჟურნალისტები იბრძვიან", - განაცხადა საყვარელიძემ. შეგახსენებთ, რომ პარტია „ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სოლოლაკის რეზიდენციაში „ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს რამდენიმე წლის წინ შეხვდა”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "ჯერ ქარტია შექმნა, შემდეგ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო, ახლა 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოსო, ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის" - ზარქუა - ზურაბიშვილზე
- ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა
- "26 მაისი ჩვენია! საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს"- სალომე ზურაბიშვილი
- რუსეთი უპასუხებს უკრაინას მაისის სამდღიანი დროებითი ზავის დარღვევაზე
- "უკვე გაშიფრულია ეს სქემა, დადასტურებულად და ფაქტებით ვიცით, როგორ მოქმედებენ ნანული ჟორჟოლიანის და მისნაირი ფონდები" - ნინო წილოსანი