დეკემბერი 08 2019 წაკითხვა 963 ჯერ

პარლამენტში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანია ენერგოტრანსში დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

 ამის შესახებ On.ge-ს ინფორმაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ვანო ზარდიაშვილი TV პირველთან საუბრისას ამბობდა, რომ მათ კითხვებს არ უპასუხებს, რადგან საჯარო მოხელე აღარაა.

ზარდიაშვილის შესახებ

ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 12 ნოემბერს შეუწყდა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას ე.წ. სასამართლო კლანის ნაწილად მოიხსენიებს. მისი ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია კი ამტკიცებს, რომ ის მოსამართლეთა პირველი ათკაციანი სიის გატანას ცდილობდა პარლამენტში.

როცა ბესელიამ მოსამართლეთა სიის გამო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ ზარდიაშვილის გადადგომას ელოდებოდა, რადგან არ სურდა მისთვის თანამდებობის დატოვება. ამის შემდეგ დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებებმა და დაპირისპირებამ იმატა. ზარდიაშვილი ამბობდა, რომ პარლამენტიდან წავიდოდა, თუ ბესელიაც იტყოდა უარს მანდატზე.

26 სექტემბერს პარლამენტში, სადაც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ, ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა. ზარდიაშვილმა მოსამართლეების მოსმენის დროს ახსენა სიტყვები "ბესელიას მორალი", რის გამოც ბესელია მას ხელით შეეხო.

"ამ არარაობასთან არაფერი საქმე არა მაქვს. მას, რა თქმა უნდა, თავი არ უნდა გაუყადრო ადამიანმა, მაგრამ არც იმას არ ვაპირებ, ის შეურაცხყოფები რაც მესმოდა, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, გავატარო", — განაცხადა ბესელიამ კონფლიქტის შემდეგ.

მომხდარში თავის დანაშაულს ვერ ხედავდა ზარდიაშვილიც. ინციდენტის შემდეგ მან მომხდარი სექსისტურად შეაფასა, როცა ტელეკომპანია პირველის წამყვანს ჰკითხა: "როგორც ქალს და როგორც მანდილოსანს, სუსტი სქესის წარმომადგენელს, ობიექტურ ჟურნალისტს, თქვენ მოგეწონათ ბესელიას დღევანდელი საქციელი?"

გარდა ამისა, ზარადიაშვილი ამტკიცებდა, რომ ჰქონდა კომპრომატები ეკა ბესელიას წინააღმდეგ, რომელსაც საზოგადოებას წარუდგენდა. ის მიწვეული იყო ტელეკომპანია იმედის ეთერში სტუმრად ამ საკითხზე სასაუბროდ, თუმცა როგორც წამყვანმა, ნანა ლეჟავამ განაცხადა, დეპუტატმა გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თქვა უარი ჩაწერაზე. მისი თქმით, ზარდიაშვილი კომპრომატებს ჯერ კიდევ აგროვებდა.

https://on.ge

დეკემბერი 07 2019 წაკითხვა 991 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი:1981 წელს დაბადებული ა. კ. და 1984 წელს დაბადებული ა. ტ. დააკავეს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დიდ დიღომში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაქურდული 8 ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ა. კ.-ს კუთვნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანა და ნაქურდალი ნივთები. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ-მ და ა.ტ.-მ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში 24 ბინა გაქურდეს, მოპარული ნივთების ნაწილს კი თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ინახავდნენ.

სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, დანარჩენი ნივთების ძებნა - ამოღების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დეკემბერი 07 2019 წაკითხვა 769 ჯერ

"ის, რომ თავის ჭკუაში ხალხს აჩვენებენ, თითქოს აი, არის ხალხი, ვინც მთლიანად მაჟორიტარულ არჩევნებს ითხოვს - ეს სპექტაკლია.

დეკემბერი 07 2019 წაკითხვა 770 ჯერ

"წარმოიდგინეთ, ისეთ რეალობაშია დღეს “ქართული ოცნება”, რომ ის 12-მა სპიკერმა დატოვა.

დეკემბერი 06 2019 წაკითხვა 972 ჯერ

„პროტესტის ფორმა იქნება მრავალფეროვანი, არამხოლოდ ქუჩის აქციები, არამედ იქნება სიურპრიზებიც და პროტესტი გაგრძელდება ვიდრე გაერთიანებული ოპოზიცია თავის შედეგს არ მიაღწევს“,

დეკემბერი 06 2019 წაკითხვა 789 ჯერ

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც ქუთაისის ცენტრში შეიკრიბნენ, კვერცხები და ცოცხალი ქათამი ესროლეს. აქციის მონაწილეებს ქათმები და კვერცხები საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოაყარეს.

გვერდი 686 სულ 724
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.