რადიკალური ოპოზიციის გათვლით, ივნისის ბოლოს საქართველომ, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც, მათი გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანესთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რომ არა ზალიკო უდუმაშვილი, ამ პარტიის არსებობა-არარსებობა 2017 წელს შეიძლება, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, –
ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებს.
ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედიაში ბრუნდება.
„ეს იყო მართლაც უდიდესი გამოცდილება, დიდი პატივი, რომ ვყოფილიყავი ბრძოლის წინა ხაზზე და გამეარა ყველა ის სირთულე, რომელიც ამ პარტიამ გაიარა მთელი ამ წლების განმავლობაში. ვიქნები სუბიექტური და მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თბილისის ორგანიზაციას, რომელთან ერთადაც ეს წლები გავატარე ძალიან ახლოს. დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად ყოფნა და მე დარწმუნებული ვარ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის პარტია, რომელიც თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის მომავალში, როდესაც ამ ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები, შეიცვლება რეჟიმი და ეს მოხდება ძალიან მალე, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ფლაგმანი ამ ცვლილებების.
მიმაჩნია, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი გადის მედიაზე. ისე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება, ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომლებიც მედიაში ვითარდება. ამიტომ, მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნდე მედიაში. ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა ვიცვლი დისლოკაციის ადგილს. ვიცი, რა იქნება მთავარი შეკითხვა, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ. ძალიან მალე ერთმანეთს ეთერში შევხვდებით“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
მიშას გაუხმა თავი, შენ რომ სწავლა დაგიფინანსა, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანი წითლიძემ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს პარლამენტის სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ სანქციებთან ერთად, ითხოვდნენ ჩარტერული რეისების გაშვებას, რომელსაც უნდა წაეყვანა „ნაციონალური მოძრაობის" ე.წ მოხალისეები, ეს უნდა გაეკეთებინათ ტელევიზიებში ლაივ-ჩართვებით და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
