ივლისი 07 2022 წაკითხვა 536 ჯერ

წამყვანი შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეზღუდვებს უწესებს. ამის შესახებ საუბარია ივანიშვილის დაქირავებული კომპანიის, MKD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ შინაარსის წერილი კლიენტმა 2022 წლის 5 ივლისს მიიღო.

ივლისი 06 2022 წაკითხვა 512 ჯერ

არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ჩვენ ვართ ყველას მერია, ყველას მთავრობა, მე გახლავართ ყველას მერი და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ამ ქალაქს და ღირსეულად ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ივლისი 06 2022 წაკითხვა 583 ჯერ

თქვენ იმ აქციებზე ნახეთ, რომ სცენაზე ვინც იდგა, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო იმ გაგებით, რომ არანაირი რწმენა არა აქვთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „შინ ევროპისკენ“ გამართული აქციების სპიკერებზე საუბრისას განაცხადა.

ივლისი 06 2022 წაკითხვა 532 ჯერ

დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის მისამართით ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

ივლისი 05 2022 წაკითხვა 1082 ჯერ

ჩვენ უარი კი არ გვითხრეს კანდიდატის სტატუსზე, არამედ გადაგვივადეს, პირობები წაგვიყენეს. ჩვენზეა დამოკიდებული, თუ პირობას შევასრულებთ - მივიღებთ სტატუსსაც, - ამის შესახებ FirstNews.ge-თან საუბარში ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

ივლისი 04 2022 წაკითხვა 483 ჯერ

სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები არასამთავრობო სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს, პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში და არიან მონაწილე ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გვერდი 428 სულ 733
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.