''კატეგორიულად ვგმობ ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს''
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გმობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტის მისამართით გამოთქმულ შეფასებებს და „უკადრის საქციელს“ უწოდებს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
''კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას.
.
ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!
ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ დავით არახამიამ გუშინდელ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“ ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტს უპასუხა:
„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“,- მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.
სიახლეები
- “საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ” - სალომე ზურაბიშვილი
- “ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე” - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 სექტემბრისთვის
- ეკვადორის შვიდ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს