დმიტრო კულება მსოფლიოს მოუწოდებს, რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარონ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მსოფლიოს მოუწოდებს, რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარონ.
მან აღნიშნული მოსაზრება გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ში გამოთქვა.
კულებამ ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, ოფიციალური პირები და საზოგადო მოღვაწეები დიდი ხანია გენოციდისთვის იდეოლოგიურ საფუძველს ქმნიან.
სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შარშანდელ სტატიაზე „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ“, სადაც კრემლის ლიდერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინელები და რუსები „ერთი ხალხია“ და „თანამედროვე უკრაინა საბჭოთა ეპოქის სრული პროდუქტია, ხოლო უკრაინის ნამდვილი სუვერენიტეტი მხოლოდ რუსეთთან პარტნიორობითაა შესაძლებელი“.
ამასთან, კულება აღნიშნავს, რომ გენოციდის პირდაპირ საჯარო წაქეზებას ასევე შეიცავს რუსული სახელმწიფო მედია საშუალებების რიგი სტატიები, რუსი მაღალჩინოსნების პოსტები სოციალურ ქსელებში ან მათ მიერ გაკეთებული სატელევიზიო განცხადებები.
მინისტრი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ შეჭრის შემდეგ რუსეთმა, ძალით ან ძალის მუქარით წაიყვანა უკრაინიდან სულ მცირე 1,9 მილიონი ადამიანი, მათ შორის 307 000-ზე მეტი ბავშვი და ახლა ცვლის კანონმდებლობას, რათა დააჩქაროს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან წაყვანილი ბავშვების შვილად აყვანის პროცესი. კულებას თქმით, ამის მიზანი კი ისაა, რომ უკრაინელმა ბავშვება დაკარგონ უკრაინული იდენტობა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
