საქმე ლაპარაკის ნაცვლად
დავიწყეთ რეალური საქმის კეთება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების ფორმატში ოპოზიციონერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, თუ ვინმეს სურვილი ექნება, რომ ჩაერთონ პროცესში, კარი ღიაა.
„პროდუქტიული და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე. სამი მიმართულება გავიარეთ 12 საკითხიდან. გულწრფელად ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება მოვისმინეთ. სასამართლოზე იცით, რომ ხუთშაბათს გვექნება მეორე შეხვედრა. საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით პარასკევს გვექნება მეორე შეხვედრა.
რაც შეეხება ანტიკორუფციულ მიმართულებას, პრინციპში ფუნდამენტურად შეთანხმებულები ვართ და ის კანონი, რომელიც რეგისტრირებულია, სამოქალაქო სექტორთან გავლილია, მცირე ცვლილებები შევა ამ კანონში, სხვადასხვა მოსაზრებების გათვალისწინებით და ეს კონკრეტული კომპონენტი 12 პუნქტიდან დახურულია.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიწყეთ რეალური საქმის კეთება იმიტომ, რომ მართლა გულწრფელად ვამბობ, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ახლა არის ზუსტად ეგ დრო, კანონები დასაწერია, შესათანხმებელია ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, სამოქალაქო სექტორთან, გასავლელია საერთაშორისო პარტნიორებთან, ძალიან ფართომასშტაბიანი და ზეინკლუზიური პროცესი დავიწყეთ. ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, კარი ღიაა, დაგვიკავშირდით, მოიტანეთ თქვენი მოსაზრებები, მაგრამ ვადა გვაქვს ძალიან მცირე და შეზღუდული, ამიტომ ინტენსიური სამუშაო პროცესი მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
