ნოემბერი 16 2022 წაკითხვა 491 ჯერ

მაღალია ალბათობა, რომ კეზერაშვილი სასჯელს ამ შემთხვევაშიც გადაურჩება და ამერიკელები მას გერმანელი პენსიონერების ძარცვასაც ისევე შეარჩენენ, როგორც თავის დროზე ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვით ნაშოვნი ასეულობით მილიონი შეარჩინეს, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

ნოემბერი 15 2022 წაკითხვა 439 ჯერ

ელექტროენერგიის შავი ზღვის სადენი მწვანე ელექტროენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში და საქართველო გახდება წმინდა ენერგიის ექსპორტიორი, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნოემბერი 15 2022 წაკითხვა 447 ჯერ

2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არც მედია, არც თავისუფალი სასამართლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნოემბერი 15 2022 წაკითხვა 439 ჯერ

„ნაცმოძრაობა“ რეალურად მედიით ცოცხლობს. უკვე ბევრი წელია, „ნაცმოძრაობა“ მედიაპროექტია, რადგან მათი მედიასაშუალებები რომ არა, ეს პარტია ბუნებაში არ არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ნოემბერი 14 2022 წაკითხვა 482 ჯერ

„ნაცმოძრაობამ“ ხელახლა უნდა იპოვოს ის ადამიანი, ვის გარშემოც გაერთიანდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ნოემბერი 12 2022 წაკითხვა 491 ჯერ

სამუშაოა და საბოლოო ჯამში ყველა ერთობამდე მივალთ. სხვა ფორმულას ვერავინ დადებს და ვერ იტყვის, რომ ესაა ივანიშვილის დამარცხების გზა. არ არსებობს ასეთი ფორმულა, - ამის შესახებ “გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც ევროინტეგრაციის საკითხებზე „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და „დროასთან“ ერთად მსჯელობენ.

გვერდი 405 სულ 735
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.