კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. ქოლ - ცენტრების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დავით კეზერაშვილი არის ოლიგარქი, რომელიც მთელ ოპოზიციას და ოპოზიციურ არხებს აფინანსებს.
ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს. 78 წელი გავიდა, რაც ცივილიზებულმა სამყარომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ფაშიზმზე გაიმარჯვა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „რუსული ოცნება“ და ბიძნა ივანიშვილი ხალხს ძარცვავს.
„ქართული ოცნება“ აქამდეც აკონტროლებდა ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ახლა უნდათ, რომ კიდევ უფრო მარტივად გააკონტროლონ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა 8 სახელმწიფოს - აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთისა და ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მეთაურებს.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებს, ხატია დეკანოიძესა და რომან გოცირიძეს, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას არ აძლევენ. ამ საკითხზე ბიუროს სხდომაზე ისაუბრეს დღეს, 8 მაისს.
