იმერეთსა და სხვა რეგიონებში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში, იმერეთში, სამცხე- ჯავახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 25 კუბური მეტრი მოცულობის ტეშენიტის ქვა.

ხელვაჩაურის, თერჯოლის, ბორჯომისა და კასპის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები. სამართალდამრღვევებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების – ჭოროხის, ყვირილასა და მტკვრის კალაპოტებიდან, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 295-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში. მარნეულის მუნიციპალიტეტში კი, 10 კუბური მეტრი მოცულობის ბაზალტის ქვის უკანონო მოპოვების ფაქტი დაფიქსირდა.


სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. შიდა ქართლში გამოვლენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, ჯამში 5500 ლარზე მეტია.

წაკითხვა 8 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.