სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ბ.თ. და 2000 წელს დაბადებული გ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.თ.-მ სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, ხოლო ბრალდებულმა გ.ი.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში.
,,ასევე, დადგინდა, რომ ბ.თ. და გ.ი. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ წითელი ცირკულარით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები ტარდება”, – წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- იმერეთსა და სხვა რეგიონებში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
- ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
- ,,ეკლესიაზე თავდასხმები, დეზინფორმაცია, ჩარევების მცდელობები საეკლესიო საქმეებში, წარმოადგენს უცხოური ძალის დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხს"- გურამ მაჭარაშვილი
- საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
