მაისი 11 2023 წაკითხვა 485 ჯერ

თანავუგრძნობთ უკრაინას და ძალიან გვინდა, ეს უბედურება მალე დასრულდეს, მაგრამ უკრაინაში რადგანაცაა ომი და უბედურება, ჩვენც უნდა ჩავყვეთ? ლოგიკა სად არის? - დასავლელ მეგობრებს ვეკითხები, რომ მეუბნებით, შეწყვიტე ვაჭრობა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაისი 11 2023 წაკითხვა 505 ჯერ

მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და ევროპის სოციალისტურ პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მაისი 11 2023 წაკითხვა 447 ჯერ

ჩვენ რუსეთის ფედერაციას სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას და ხალხს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერც მივიღებდით - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ საქართველოში ფრენების აღდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მაისი 11 2023 წაკითხვა 462 ჯერ

საქართველოსთვის რუსეთის გუშინდელი ნაბიჯი ნიშნავს ყველს სათაგურში და უნდა შევაფასოთ ზუსტად ასე, რომ ყველი კარგია, მაგრამ ის სათაგურშია, უნდა გვესმოდეს, რომ ჯილდოს კი არ ვიღებთ, არამედ ხაფანგში შევდივართ ამ ყველის მოსაციცქნად, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მაისი 10 2023 წაკითხვა 518 ჯერ

„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა მთლიანად დაფუძნებულია დივერსიფიკაციის პოლიტიკაზე და ეკონომიკის ყველა დარგში, ჩვენ, როგორც სახელმწიფო მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ მდგრადად განაგრძოს განვითარება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხის კომენტირებისას.

მაისი 10 2023 წაკითხვა 655 ჯერ

რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა.

გვერდი 353 სულ 735
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.