„არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი - ომია? - ევროპელო, ამერიკელო მეგობრებო, 2008 წლის ომის შემდეგ, თქვენ აგრძელებდით რუსეთთან ბიზნეს ჩვეულებრივ რეჟიმში, სანქციები არ გქონიათ დაწესებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი საერთოდ გააქროს დღის წესრიგიდან, კოლომინასთან შეხვედრაზე ამ საკითხის აქტუალიზაცია იქნება მთავარი მიზანი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ამ სიმძიმის ხიფათს, რის წინაშეც დღეს ხელისუფლებამ საქართველო დააყენა, საგარეო კურსის ცვლილებით, დასავლეთთან დაშორებით და რუსეთთან ჩახუტებით, მარტო პოლიტიკური ოპოზიცია ვერ უპასუხებს - ქუდზე კაცია საჭირო, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთთან არანაირი ფარული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით აშკარაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საგულისხმო და საგანგაშოა, ფარული კომუნიკაცია, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
