"ღიად ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით!"- კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, წარსულში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, რაც ქვეყანას და ხალხს მძიმედ დაუჯდა.
„ჩვენ ხომ ღიად განვაცხადეთ, არაფერს ვმალავთ ან დასამალი რა არის? სანქციებს არ ვუერთდებით, ამასთან დაკავშირებით განცხადებები არაერთხელ გაკეთდა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყნის ინტერესები. თუ გადავხედავთ ჩვენს წარსულს და უახლოეს ისტორიას, ძალიან ბევრ შეცდომას ვნახავთ, რომელიც დაშვებული გვაქვს და რომელმაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ხალხს. შესაბამისად, ჩვენ ეს შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ, პირიქით, პრაგმატული პოლიტიკით უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესები", - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- “„ანტიფას“, ავადმყოფურ, საშიშ, რადიკალურ მემარცხენე კატასტროფას, ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ” - დონალდ ტრამპი
- 18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს