“ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ გააქროს”
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი საერთოდ გააქროს დღის წესრიგიდან, კოლომინასთან შეხვედრაზე ამ საკითხის აქტუალიზაცია იქნება მთავარი მიზანი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში შეხვდება.
„ხელისუფლების მიმართ ჩვენი პარტნიორები დიდი ხანია კრიტიკულები არიან, რადგან ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დააზიანოს ევროკავშირში ინტეგრაცია, ხოლო ნატო-ში ინტეგრაცია საერთოდ გააქროს და აქრობს დღის წესრიგიდან, ამიტომ მთავარი მიზანი იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხის დღის წესრიგში გაჩენა. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო არენაზე ეს საკითხი იყოს აქტუალური იმის ფონზე, რომ ხელისუფლება ცდილობს ამ საკითხის საერთოდ გაქრობას“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
