ივნისი 06 2023 წაკითხვა 697 ჯერ

კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო იმსახურებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გერმანიის ბუნდესტაგის დელელგაციის წევრებთან არაფორმალური შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ივნისი 06 2023 წაკითხვა 496 ჯერ

ჩვენ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ქვეყანა დავაბრუნოთ იქ, სადაც არის მისი ისტორიული ადგილი, სხვა გზა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის არ არსებობს. არამშვიდობიანი გზა აწყობს რუსეთს, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბუნდესტაგის დელეგაციისა და მათი წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ივნისი 06 2023 წაკითხვა 717 ჯერ

ელენე ხოშტარია გამოირჩევა მოწოდებებით, თითქოს რუსული ბიზნესის შემოსვლა დამაზიანებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, პარალელურად, რუსულ რუბლებს ურიცხავენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ივნისი 05 2023 წაკითხვა 599 ჯერ

ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს ქვეყანაში უმუშევრობა არნახულად არის შემცირებული, მარტივი მანიპულაციაა - სამუშაო ძალა თავის ძალას და ენერგიას ხარჯავს უცხოეთში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ მთავრობის ანგარიშის კომენტირებისას აღნიშნა.

ივნისი 05 2023 წაკითხვა 555 ჯერ

მთავრობის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივდება. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში" შესატან საკანონმდებლო ცვლილებაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, 5 ივნისს, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ივნისი 05 2023 წაკითხვა 473 ჯერ

სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ უნდა გავიდეს არჩევნებში?! ვისაც ეგეთი წარმოდგენა ჰქონდა პარტიაში, რომ მიშა სადმე არ უნდა იყოს, შესაბამისი ისტერიული შემოტევები აქვს დღეს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

გვერდი 343 სულ 735
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.