რა უჭირს სააკაშვილს, კლინიკაშია, ციხეში ხომ არ არის? რა უნდა ქნან, „დისკოტეკაზე“ ხომ არ წაიყვანენ? რა ჰუმანური პირობები უნდა შეუქმნან, საავადმყოფოში წევს და 9 ადამიანი ევლება თავს, ადექი და შეჭამე, ცოტა ღირსეულად მოიქეცი!, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, არგუმენტები, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, საზოგადოებამ მოისმინა, უპასუხისმგებლოა.
ჩვენ უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის. ეს ფანჯარა სულ მალე გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცადებაში წერს.
„თუ სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის მოსახლეობის ბედზე ასე ზრუნავს, მაშინ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს, რომ მან სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, - ამის შესახებ სოხუმის მთავრობის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვიქტორია მალანიამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
პრეზიდენტისთვის საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენება არავის დაუშლია - მუქარა? მუქარა რითი?! რა რესურსით შეიძლება ვინმეს დაემუქრო?! მუქარებისა და ანგარიშსწორებების პერიოდი წავიდა, - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის პასუხად პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირის ოჯახშია. სწორი გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობის მისაღებია, რათა მოხდეს საჭირო რეფორმების იმპლემენტაცია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა,
