ოპოზიცია ცდილობს, ამ ვიზიტისგან სკანდალი შეექმნას, რადიკალური ოპოზიცია ეჭვებითა და სკანდალებით მოქმედებს და მათ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზედაპირული წარმოდგენა აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
გვარამია ციხიდან გამოვიდა და ეგრევე შეცდომა დაუშვა, საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება პრიგოჟენით დაიწყო, ჩანს, რომ მას არანაირი პოლიტიკური წარმატების რესურსი არ აქვს და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვერაფერს ვერ შემატებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება არსებულ ვითარებას აცდენილია.
“ის, რაც რუსეთში მოხდა და რაც, ჩემი აზრით, გარკვეული პროცესების მხოლოდ დასაწყისია, განპირობებულია ისტორიული კანონზომიერებით. ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმი ერთგვარ მითზე დგას - ეს არის საკუთარი უძლეველობისა და შეუმცდარობის მითი.
ქვეყანა არის გადარჩენილი იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნება, ისინი არიან კოლექტიური გოუ, გოუ, ჟენიები, პრიგოჟნისტები, მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ვიზიარებ და მივესალმები პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე. ეს აუცილებელიც იყო, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
