"სააკაშვილი პროცესების სწორად აღქმის უნარს მოწყვეტილია" - მიხეილ სარჯველაძე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება არსებულ ვითარებას აცდენილია.
სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც სააკაშვილი წერს: „ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება“.
„მეჩვენება, რომ სააკაშვილის ეს განცხადება ან შეფასება რეალურად არსებულ ვითარებას მოწყვეტილია. საუბრობს ანაქრონული ხასიათით, როგორც იმამ შამილის იდეოლოგიის აღორძინების საჭიროებაზე და ა.შ. ნამდვილად არ მგონია მართებული. მგონია, რომ პროცესების სწორად აღქმის უნარს მოწყვეტილია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
