December 21, 2025

ივლისი 03 2023 წაკითხვა 632 ჯერ

დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

პრიგოჟინის ამბოხებიდან კვირაზე მეტი გავიდა და, ემოციების ჩაცხრომის ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა, შევაფასო ოპოზიციის რეაქცია ე.წ. ბახმუტის ხორცსაკეპის ავტორის ერთდღიან ავანტურაზე.

 

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ იმ დღეს ჩვენ დილიდან მოვუწოდეთ ოპოზიციას, მშვიდად დაკვირვებოდნენ მოვლენებს. თუმცა, რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენი რჩევა ყურად არ იღო. ყველას გვახსოვს, როგორ გულშემატკივრობდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პრიგოჟინს, როგორ უძღვნიდა მას შეძახილებსა და ლექსებს, როგორ გეგმავდა პრიგოჟინის წარმატების კვალდაკვალ არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლას, არამედ სოჭის აღებასაც და ა.შ.

 

მთელ ამ ისტორიაში მთავარი ის არაა, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ მოვლენები სათანადოდ ვერ გააანალიზა. მთავარი არც ისაა, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც მთლიანად გარე კოორდინაციით მოქმედებდნენ და ხელისუფლებას ერთსა და იმავე აბსურდულ მოთხოვნას უყენებდნენ. მთავარი არც მათი აჟიტირების მორალური მხარე და ის ფაქტია, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ უკრაინელების „ხორცსაკეპის“ ავტორის წარმატებაში საკუთარი შანსი დაინახა.

 

პრიგოჟინის ამბოხებაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციაში ყველაზე ნიშანდობლივი მეორე ფრონტისკენ მათი ლტოლვის მორიგი დემონსტრირება იყო. ისინი ვერ მალავდნენ, რომ შესაბამისი ბერკეტი რომ ჰქონოდათ, გამოიყენებდნენ პირველივე შანსს აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესასვლელად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ომისა და ღალატის პარტია, რომლის მიზანია, გამოიყენოს ნებისმიერი საბაბი საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად.

 

ბუნებრივია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამ განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებდა და ისინი ამ შემთხვევაშიც დავალებებით მოქმედებდნენ. მათი პატრონების უმთავრესი მიზანია, მიაღწიონ მეორე ფრონტს და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანია, მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ნდობის აღდგენას ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის“, – აცხადებს კობახიძე.

 

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს.

 

„ამასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის სახელით, კიდევ ერთხელ გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ: ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება ერთიან საქართველოში, არამედ გვჭირდება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ნდობის აღდგენაც. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ჩვენთვის ნამდვილი ღირებულება მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს.

 

შეგახსენებთ, რომ მეორე ფრონტის პირობებში, ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც, რაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ. ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე. ვისი ფიქრიც აქეთკენ არის მიმართული, მას ან უკიდურესი არაკეთილგონიერება, ან საქართველოს მტრობა ამოძრავებს.

 

მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, რისთვისაც ჩვენს ქვეყანას არა მეორე ფრონტი, არამედ პრაგმატული და რაციონალური სამშვიდობო პოლიტიკა, არა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის კიდევ ერთხელ შერყევა, არამედ ნდობის აღდგენა ესაჭიროება. ჩვენ გვჭირდება არა ომი ერთმანეთთან, არამედ ერთმანეთის მხარდამხარ ზრუნვა ერთიანი, წარმატებული სახელმწიფოს ასაშენებლად“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ივნისი 30 2023 წაკითხვა 429 ჯერ

ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან, თავის ქვეყანას მოახმარა და განსაკუთრებით აჭარაში, ასეულობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ივნისი 30 2023 წაკითხვა 440 ჯერ

სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი. დღეს თბილისიდან 40 კილომეტრში დგას რუსული ჯარი და ეს სწორედ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ივნისი 30 2023 წაკითხვა 585 ჯერ

დღეს, საპარლამენტო ტრიბუნაზე, თქვენი სახით, ბატონო ირაკლი, ქვეყნის მოღალატე დგას, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად ართმევს, - ამ სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვით გამოსვლისას მიმართა.

ივნისი 30 2023 წაკითხვა 475 ჯერ

როგორც ცნობილია ბოლო პერიოდში იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი, და მიზეზი რა არის ბატონო პრემიერ-მინისტრო?! - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

ივნისი 30 2023 წაკითხვა 627 ჯერ

ბატონი რიჟვაძე რომ გამოვიდა ამასწინ და თქვა, 2008-ში ომი ლაჩრულად წავაგეთო და ყველას - მებრძოლებს და დაღუპულებს რომ შეურაცხყოფა მიაყენა, ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით? ან თვითონ როგორ არ განმარტა ადამიანურად და ერთი ბოდიში როგორ ვერ ამოღერღა? - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წლიური ანგარიში წარადგინა.

გვერდი 317 სულ 727
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.