"აგვიხსნან როგორ არღვევს პრეზიდენტი კონსტიტუციას" - პაატა მანჯგალაძე
მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, აგვიხსნან გერმანიის პრეზიდენტთან ან ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრით როგორ არღვევს საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას და როგორ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს - თუ ვინმეს ლუსტრაცია მოხდა და მოხდება ამ იმპიჩმენტის წამოწყების პროცესით, ეს „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება შეაფასა.
მანჯგალაძის თქმით, აღნიშნულის დასაბუთება „მნიშვნელოვანი და პრინციპულია“.
„მათ [„ქართული ოცნების“] მიერ არჩეულ პრეზიდენტს იმპიჩმენტს უპირებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა. მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, კობახიძეს, ღარიბაშვილს და ა.შ. - დაგვისაბუთონ, აგვიხსნან საქართველოს მოქალაქეებს, შტაინმაიერთან - გერმანიის პრეზიდენტთან ან ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრით როგორ არღვევს საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას და როგორ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს; რა ზიანის მომტანია ეს შეხვედრები საქართველოს ევროატლანტიკური კურსისთვის. ამის დასაბუთება მნიშვნელოვანი და პრინციპულია. თუ პირიქით - ისინი აკეთებენ რუსულ საქმეს, როდესაც პრეზიდენტს და სხვა ყველა პროდასავლურად განწყობილ ოპოზიციას არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ ქართველი ხალხის [ნების] რეალიზება მოხდეს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ამასთან, მანჯგალაძე ამბობს, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.
„არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ ჩვენი პოზიციაა, რომ ეს არის ლუსტრაცია ვინ არის საქართველოს თავისუფლების, ევროპული კურსის მხარდამჭერი და ვინ - საქართველოს რუსულ ჭაობში ჩახრჩობის მომხრე. ეს ქმედება ეწინააღმდეგება არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ, არამედ ეს ქმედება უნდა განვიხილოთ როგორც საქართველოს დასავლური კურსის საბოტაჟი“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
