დავით არახამიას არ აქვს სამშობლო, ის უკრაინის ან საქართველოს მიმართ მოქმედებს არა პატრიოტული ინტერესების, არამედ სხვა ინტერესების კარნახით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ზელენსკი მაგარ ტიპად მიმაჩნია და მისით აღტაცებული ვარ, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური შეცდომა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
თავიდანვე ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის გამო არ ღირდა პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭება და ამიტომ „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებდით, სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაეშვათ და პოლიტიკური ვითარებიდან მოეშორებინათ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მედიას გააცნო, რა გააკეთეს ხელისუფლებამ და პარლამენტმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. პრესკონფერენციას, რომელზეც მან ანგარიში წარადგინა, მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტები იყვნენ დაშვებული.
